LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ პირადი ინფორმაცია – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

38

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით რეკავენ უცნობი პირები, რომლებიც მომხმარებლებს ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ. კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღნიშნულ ზარებთან არანაირი კავშირი აქვს.

კომპანიის განცხადებას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ის თანამშრომლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელეს თუ არა მათთან გაზგაყვანილობის შემოწმება. 

უცნობი პირები კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს აგრეთვე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3 -ს დეტექტორების მონტაჟს. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს. ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე, მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის 24-საათიან ცხელ ხაზზე 2404004.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3- ს დეტექტორების მონტაჟს“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები