LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ პუტინი მაკრონს შეხვდა

90

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა კრემლში ემანუელ მაკრონს უმასპინძლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს

რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი და საფრანგეთი თანამშრომლობის მექანიზმს აუნჯობესებენ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ურთიერთობები გაუმჯობესდება.

ამასთან, პუტინმა მაკრონს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების გასვლა მიულოცა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ორგანიზატორობით აღფრთოვანებულია

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დღეს ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები