LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ ახალი წესებით ცხოვრება დაიწყო: პირველი ვიდეოასისტენტი საფრანგეთის სამსახურში

49

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში VAR-მა პირველად გამოავლინა პენალტი და გოლი.
ასეთი რამ საფრანგეთი-ავსტრალიის შეხვედრაში მოხდა, როდესაც მსაჯმა ვიდეოასისტენტის დახმარებას მიმართა.

57-ე წუთზე არბიტრმა ანდრეს კუნიამ გრიზმანზე ჯარიმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე დააფიქსირა და პენალტი დადო.

81-ე წუთზე პოგბას დარტყმის მერე ასხლეტილი ბურთი ხარიხას მოხვდა, ხაზის შიგნით დაეცა და გარეთ გამოვარდა. გოლის განსაზღვრის სისტემამ უცებ დაალაგა ყველაფერი თავის ადგილზე.

 

მოკლედ, ახალმა ტექნოლოგიებმა საფრანგეთს სულზე მიუსწრო.
სამაგიეროდ, მნიშვნელობა არ ქონია ამას პერუსთვის. ვიდეოგამეორება რომ არა, პერუ-დანიის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯი პერუელების სასარგებლოდ პენალტის დადებას არ აპირებდა. ასისტენტმა კი დაანიშნინა, მაგრამ პერუმ შეიშნო და გააფუჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები