LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს რუსეთი არ უნდა

96

მსოფლიოში გულშემატკივრების 43% მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა.
განსაკუთრებით ბრიტანული ქვეყნები და ჰოლანდიელები „ბუინობენ“.

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International კვლევა ჩაატარა თემაზე გულშემატკივრების ნდობა ფიფას მიმართ და მათი დამოკიდებულება 2018 წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მთელ მსოფლიოში გამოკითხული ხალხის 43%-მა ტურნირის ორგანიზატორად რუსეთი არ ისურვა, 39%-მა – მოიწონა, 18% – არ ჩამოყალიბებულა.
უკმაყოფილოთა შორის ლიდერობს ირლანდია (71%), ჰოლანდია (69%), დიდი ბრიტანეთი და შვედეთი (68%). აშშ-ში გულშემატკირების 47% არ უჭერს მხარს რუსეთს.

მათ შორის, ვისაც მოსწონს, თავად რუსეთი ლიდერობს (89%), რომელსაც მოყვებიან კოლუმბია (57%) და სამხრეთ აფრიკა (56%).

ფიფას არ ენდობა გულშემატკივრების 53%, 32% – ენდობა, 15% – არ ჩამოყალიბებულა. მოწინააღმდეგეების ჯგუფს ჩილე უდგას სათავეში (71%), მერე მოდიან გერმანელები და ჰოლანდიელები (70%). თავად რუსეთში ფიფას 41% არ ენდობა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები