LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე პატარა დასახლებები

369

მართალია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 3,9 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს ქალაქში, 2050 წლისთვის კი, მათი რიცხვი 2,5 მილიარდით კიდევ გაიზრდება, მაგრამ არსებობს დასახლებები, რომელთაც აბსოლუტურად არ შეეხოთ სწრაფი ქალაქური რიტმი და ყოველთვის მშვიდად, აუღელვებლად ცხოვრობენ.

უაკაჩინა, პერო – უდაბნოს მინიატურულ ოაზისში, რომელიც ლიმადან სამხრეთით მდებარეობს და სულ რაღაც 115 მოსახლის მშობლიურ სახლად ითვლება, მშვიდად დასვენებაც შეიძლება და აქტიურად გართობაც, რადგან ადგილობრივები ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობენ სტუმრებს და სენდბორდინგთან ერთად სახალისო ექსკურსიაც სთავაზობენ დიუნებში.

ტრისტან დე კუნია, ბრიტანეთის ტერიტორია – სამხრეთ აფრიკასა და ურუგვაის შორის ბრიტანეთის კუთვნილი, პატარა კუნძული ტრისტან დე კუნია მდებარეობს, რომელიც რუქაზეც არაა დატანილი. 2017 წლის მონაცემებით კუნძულზე დასახლებაში მხოლოდ 9 გვარის 268 მოსახლე ბინადრობდა.

მონემვასია, საბერძნეთი – ბერძნულ კუნძულზე გაშენებულმა მონემვასიამ, რომელიც ბიზანტიურ ქალაქად ითვლება, დღემდე შეინარჩუნა შუასაუკუნეების ხიბლი. ქალაქის სახელი ორი ბერძნული სიტყვისგან „მონ“ და „ევანსია“ შედგება და „ერთ შესასვლელს“ ნიშნავს, რადგან კუნძულზე მიღწევა მართლაც მხოლოდ ერთი გზით – დამბით შეიძლება, რომელიც მას ბალკანეთის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.

შაპა, ვიეტნამი – ჩრდილოეთ ვიეტნამის მთებში ჩაკარგული პატარა ქალაქის მოსახლეობას ნაკლებად აწუხებს გლობალური პრობლემები, რადგან დამოუკიდებულ კომუნას თავშეფარებული, მხოლოდ ტერასების ფერდობებზე შეფენილი ბრინჯის დამუშავებითაა გატაცებული.

უროშის მცურავი კუნძულები, პერუ – უროშის ხელოვნური კუნძულები, რომლებიც ადგილობრივებმა ლერწმისა და ტორფის გამოყენებით შექმნეს, არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებს, არამედ საავადმყოფოსა და ხუთ სკოლასაც იტევს.

ვალონე დი ფურორე, იტალია – ამალფი იტალიის პატარა ზღაპრული ქალაქია კომფორტული პლაჟებით, ვალონე დი ფურორი კი – ახლომდებარე ხეობა კლდეებზე შეფენილი მეთევზეების სახლებით.

ბანდიაგარას მთიანეთი, მალი – ფლატოვანი კალთა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც სახლებს, სამარხებს და საკურთხეველს აერთიანებს, დღეს დოგონებითაა (აფრიკული ეთნიკური ჯგუფი) დასახლებული.

უნდრედალი, ნორვეგია – ნერეი-ფოლდეს პატარა სოფელში, რომელსაც მხოლოდ 100 მოსახლე ჰყავს, ბევრი ისურვებდა სამუდამოდ დასახლებას ან თუნდაც გრილი ზაფხულის გატარებას.

მიჩინესი, დანია – ფარერის არქიპელაგის კუნძულზე, რომლის ფართობი სულ რაღაც 9,8 კვადრატული კილომეტრია და მხოლოდ 13 ადამიანი ცხოვრობს, მეტ-ნალები გამოცოცხლება მხოლოდ ზაფხულის სეზონზე იგრძნობა, როც დამსვენებლები მთელი დანიიდან სტუმრობენ.

ისერტოკი, გრელანდია – მინიატურულ სოფელს გრელანდიაში, სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე უკეთ მეცნიერები იცნობენ, რადგან სწორედ აქედან იწყებენ ექსპედიციას გრელანდიის ყინულოვბანი ფარისკენ.

გომპა ფუკტალი, ინდოეთი – ჰიმალაის მთებში, კლდოვან მასივში გამაგრებული მონასტერი დაახლოებით 70 ბუდისტი ბერის სახლად ითვლება.

ვერდონეს ხეობა, საფრანგეთი – სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დიუ ვერდონეს ხეობაში რამდენიმე პატარა სოფელია გაშენებული, რომლებიც მოგზაურებს არაჩვეულებრივი ბუნებით და ყოველთვის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხიბლავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები