LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები გრანდიოზულ კონცერტს გამართავენ

90

14 აგვისტოს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ალექსანდროვის ბაღში მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები, აქციის „მწვანე საქართველო – ჯანსაღი ცხოვრებისათვის“  ფარგლებში, გრანდიოზულ კონცერტს  გამართავენ. აქცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას, უკვე მრავალ მიმდევარსა და მხარდამჭერს იერთიანებს. პროექტის ინიციატორები არიან ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები – ანიტა რაჭველიშვილი და ოთარ ჯორჯიკია.

ოპერა-გალა 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცნობილ დუეტებსა და არიებს დიდი კომპოზიტორების ოპერებიდან შეასრულებენ: ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), მარიამ როინიშვილი (სოპრანო) , მარიამ ნაჭყებია (სოპრანო), ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო), მიხეილ ქირია (ბარიტონი), გიორგი ონიანი (ტენორი), ნიკოლოზ ლაგვილავა(ბარიტონი), სულხან ჯაიანი (ბარიტონი), გოჩა აბულაძე (ბარიტონი), ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები: ნიკოლოზ რაჭველი და რეზო ჯავახიშვილი. შესრულდება არიები და დუეტები ცნობილი ოპერებიდან.

პროექტის ორგანიზატორები ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი Conceptart.