LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანიტა რაჭველიშვილი: „ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ… კონსერვატორიაში ზამთარში სანდლებით დავდიოდი, რომელზეც წინდები მეცვა… ყოფილა დღეები, მხოლოდ ხახვი და პური მქონია ნაჭამი…“

743
ანიტა

თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა ისაუბრა იმ უკიდურეს გაჭირვებაზე, რომელიც ოჯახთან ერთად გამოიარა:

„ყველაზე საოცარი მომენტი იყო დედაჩემის და მამაჩემის დანახვა „ლა სკალას“ პარტერში, მესამე რიგში. დედას ტირილს მიჩვეული ვარ, ემოციური ქალია, მამაჩემი ღვრიდა ნიანგის ცრემლებს. ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, რომ არ უნდა შემეხედა, მე თვითონაც ტირილს ვიწყებდი. ვხედავდი ჩემს დას სამეფო ლოჟაში და იქიდან მისმენდა… და ეს საამაყო დღე იყო. სამივე ტიროდა ბედნიერებისგან. ვიყავი 25 წლის, პატარა, გამოუცდელი მომღერალი. 130 ქვეყანაში ხდებოდა ამ სპექტაკლის ტრანსლაცია. მახსოვს, ჩემი მენეჯერები ყოველ შესვენებაზე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ახალი შემოთავაზებები გვაქვსო. მაშინ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, ეტაპი, სადაც შემეძლო, რომ ჩემი მშობლების ბინა დამებრუნებინა. ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ… გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში. ყოფილა დღეები, რომ ხახვი და პური მიჭამია და ისე წავსულვარ კონსერვატორიაში. მქონდა სანდლები, რომლებზეც წინდებს ვიცვამდი და ისე მივდიოდი კონსერვატორიაში, რადგან ზამთრის ფეხსაცმელი არ მქონდა. ჩემი მშობლები ბევრჯერ მშივრები  დარჩენილან, რომ მე და ჩემს დას გვეჭამა..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები