LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა

23

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა, – ამის შესახებ  მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.
”მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები