LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ვალდებული არ არის პრეზიდენტის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს

86

მთავრობა ვალდებული არ არის პრეზიდენტის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს, პრემიერმინისტრის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მოიწვევს თუ არა მთავრობის სხდომას პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმტა სოფიო კილაძემ განუცხადა.

„კონსტიტუციით პრეზიდენტი უფლებამოსილია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დისკუსიის გამართვა მოითხოვოს, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ მთავრობა ვალდებულია პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებას ანგარიში გაუწიოს. მთავრობის პრეროგატივაა, რამდენად გაუწევს ანგარიშს პრეზიდენტის მოთხოვნას. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ არის მთავრობის მეთაური. მთავრობას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, ხოლო პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებები გააჩნია,“ – განუცხადა ჟურნალისიტებს სოფიო კილაძემ.

კილაძემ აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აპოკალიფსის დახატვას ცდილობს და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ინტერესი გააჩნია, რაც მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ შავი პიარის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები