LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

53

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს, – ადმინისტრაციის ახალი უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

პრემიერმა შალვა თადუმაძე დადებითად დაახასიათა და მას წარმატებები უსურვა.

„შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება. აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და დღესაც არის მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოპულალურები