LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილმა უნდა აიღოს – დავით უსუფაშილი

86

მთავრობის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაშია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

„კრიზისი მწიფდებოდა, მოვიდა აქამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგომა შიდა უთანხმოების გამო, რის ნიშნებასაც ვხედავდით, რამაც ალბათ, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება განაპირობა. საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში. პრემიერ–მინისტრი გადადგა. ის, როგორც ჩანს, არ მონაწილეობს ახალ კონსულტაციებში. ის ვითარებაც, რომ მან ხაზი გაუსვა პარტიის თავმჯდომარესთან პრობლემებს, კონსტიტუცაში წერია, რომ მთავრობა მაშინ მიდის, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობასთან აქვს უთანხმოება. ჩვენ ვცხოვრობთ არც თუ მთლად კონსტიტუციურ ვითარებაში, ამიტომ მგონია, რომ სწორი იქნება დავუახლოვდეთ კონსტიტუციურ რეალობას. აიღოს პასუხისმგებლობა მთავრობის ფუნქციონირებაზე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში უმრავლეოსობაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მან გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მე არ ვიცი, მას რა შეუძლია, მაგრამ ყველა სხვა ვარიანტი, სხვა პრემიერის შერჩევით და დეფაქტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაგრძელებით, მგონია, რომ უარეს ვითარებას მივიღებთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები