LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი მსოფლიო ბარსელონა იქნება: იქნებ არსენალიც

78

„ბარსელონა“ კიდევ ერთ, აქამდე მიუღწეველ შედეგს უმიზნებს. საქმე ისაა, რომ ადვილი შესაძლებელია “ბარსელონა” გახდეს პირველი გუნდი ისტორიაში, რომლის ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ყველა ჯგუფში იქნებიან წარმოდგენილნი. თუ კატალონური გუნდის ფეხბურთელები ტრავმებს აიცილებენ თავიდან, დიდი ალბათობით, მათ თავიანთ ნაკრებებში გამოიძახებენ და ყველა, რვა ჯგუფში ვიხილავთ „ბარსას“ წევრებს.

ლუის სუარესი (ურუგვაი, A ჯგუფი)
ესპანეთის ნაკრების მოთამაშეები (B ჯგუფი)
ანდრე გომეში, ნელსონ სემედუ (პორტუგალია, B ჯგუფი)
სამუელ უმტიტი, უსმან დემბელე (საფრანგეთი, C ჯგუფი)
ლიონელ მესი (არგენტინა, D ჯგუფი)
ივან რაკიტიჩი (ხორვატია, D ჯგუფი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, E ჯგუფი)
ფელიპე კოუტინიო, პაულინიო (ბრაზილია, F ჯგუფი)
ტომას ვერმალენი (ბელგია, G ჯგუფი)
იერი მინა (კოლუმბია, H ჯგუფი)

სხვათა შორის, “ბარსელონას” შეიძლება ლონდონის “არსენალიც” შეუერთდეს. ოღონდ ამ შემთხვევაში საჭიროა B ჯგუფი შეივსოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახებენ ან ნაჩო მონრეალს ან ექტორ ბელერინს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები