LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნდიალის ჰიმნს უილ სმიტი შეასრულებს

60

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნის შემსრულებელი ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი უილ სმიტი იქნება.

მასთან ერთად, ტრეკის შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ – სმიტის თანამემამულე მომღერალი ნიკი ჯემი და ალბანელი შემსრულებელი ერა ისტრეფი.

მუსიკას ჰიმნისთვის პოპულარული პროდიუსერი დიპლო დაწერს.

49 წლის მსახიობ-მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო ნიკი ჯემთან ერთად, რომელსაც ხელში მუნდიალის ოფიციალური ბურთი უჭირავს და მინაწერია: „ნიკი ჯემი – დიპლო – ერა ისტრეფი – უილ სმიტი. ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს. მოდი, ბოლომდე ვისიამოვნოთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები