LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურმან დუმბაძე თქვენს ჯანში – გივი თარგამაძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს

95

მურმან დუმბაძე თქვენს ჯანში, – ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე „ნაციონალურ მოძრაობას“. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

„გრიგოლ ვაშაძე „ევროპულ საქართველოზე“ – ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის – წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე

ჩვენ ვიძახით? სინდისი სადაა? გადახედეთ მიშას განცხადებებს – წავართმევ, დავურიგებ, რევოლუციას მიიღებენ და აღარც მინდა გაგრძელება.

და გრიგოლი? 2012-ში? წავიდა, ცალკე ორგანიზაცია „ივერია“, დღევანდელი თითიდან გამოწოვილი გაერთიანებული ოპოზიციის ორ წევრთან, მამუკა გამყრელიძესთან და ნიკა ვაშაკიძესთან ერთად გააკეთა, მიშაიანად სულ ყველაფერი გვაგინეს „ნაციონალურ მოძრაობას“, წარსულის და ახლა რასაც მიშა იძახის, ამის გამო. არ ვიცი, ვის რაზე აპირებდა მოჭიდებას, მაგრამ მოსრიალდა და ამ რამდენიმეწლიანი გასრიალების შემდეგ, ისევ მიშასას მოეჭიდა. იმანაც მოიჭიდა, მერე მიშასვე მიერ ვანო ჩხარტიშვილის პროექტად გამოცხადებული გიორგი ვაშაძეც შეიზილეს, ვანოს ფულიანად და ჩვენ გვიკითხავენ მორალს?

მეხუთე არჩევნებია, მიშა ბიძინას უპრავებს ნარატივს, მთავარი საფრთხობელას როლში გამოდის, კლავს ოპოზიციას და შანსს უკლავს საკუთარ ქვეყანას.

აღარც მომინდება აწი პასუხი გაქცეულებო და გაწეულებო და მერე მოქცეულებო და მოწეულებო.

მურმან დუმბაძე თქვენს ჯანში.

ჩვენ ვუშველით სამშობლოს,“ – წერს გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები