მზე დასავლეთიდან ამოდის

პოპულარული

მზე დასავლეთიდან ამოდის

მე დავიბადე 1983 წელს, როდესაც ჩემი სამშობლო – საბჭოთა საქართველო, გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან 200 წელს აღნიშნავდა. საიუბილეო წელს თბილისიდან ყაზბეგამდე არაერთი ძეგლი აღიმართა და განახლდა. საქათველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან, ამხანაგ ედუარდ შევარდნაძეს, ე.წ. სამხედრო გზა ამ აღმშენებლობითი პროექტისთვის შემთხვევით არ შეურჩევია. ძეგლების ლოკაცია განპირობებული იყო ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიზებული ასტრონომიული წარმოდგენებით: „ჩვენი ჭეშმარიტი მზე აღმოსავლეთიდან კი არა, ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან ამობრწყინდა, ამობრწყინდა ლენინური იდეების მზე, საქართველო სამხრეთის თბილი რესპუბლიკაა, მაგრამ ჭეშმარიტი სითბო ჩვენთან შემოვიდა ჩრდილოეთიდან, დარიალის ხეობიდან“ (იხილეთ „Zoon Politikon: შტრიხები ედუარდ შევარდნაძის პორტრეტისთვის“, ემზარ ჯგერენაია, „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2017, გვ. 9–23). 

1983 წლის მონუმენტთა შორის გამორჩეული იყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე თერგის პირას, აღმართული კომპოზიცია „თერგდალეულები“. როგორც ჩანს, იდეის ავტორის ჩანაფიქრით, ჩრდილოეთიდან ამოსულ მზის სხივებს პირველ რიგში უნდა გაეთბო „პროგრესული ინტელიგენციის იმ ახალგაზრდა წარმომადგენელთა შესანიშნავი პლეადა, რომლებმაც რუსეთში მიიღეს უმაღლესი განათლება და ცოდნასთან ერთად შეისისხლხორცეს იმ დროის რევოლუციური იდეები“ (ე. შევარდნაძე, 1983 წლის 29 ოქტომბერი).

სხვათა შორის, მონუმენტს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. განრისხებულმა თერგმა ჯერ ვაჟა-ფშაველა მოსწყვიტა „პლეადას“ (ან, გნებავთ, განრისხებული ვაჟა–ფშაველა პირველი მოსწყდა კომპოზიციას და გადაეშვა თერგში), შემდეგ კი, როცა დარჩენილები (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი და ალექსანდრე ყაზბეგი) აღარ იყვნენ საჭირონი ქართული სოციალ-დემოკრატიული იდეების ღრმა ფესვების არსებობის დასამტკიცებლად, ისინიც გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.

ასტრონომია არ იყო მეცნიერების ის სფერო, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკურმა ამოცანებმა ყველაზე უფრო დააზარალა. ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების პირობებში საბჭოთა იმპერიას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება უპირობოდ სჭირდებოდა. იმავეს ვერ ვიტყვით სოციალურსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რომელთა ერთადერთი დანიშნულება სსრკ-ში გახლდათ ქვეყნის შიგნით საბჭოთა სისტემის ლეგიტიმაცია. სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ფუნქციის დატოვების შედეგად მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალები გამოცხადდნენ საქართევლოს კომუნისტების საამაყო წინამორბედებად, რომელთა მოღვაწეობა, ედუარდ შევარდნაძის მიერ 1983 წელს გამოთქმული აზრის თანახმად, „ადასტურებს: რუსეთსა და საქართველოს ერთი გზა აქვთ. ასე არის, ასე იყო და ასე იქნება მუდამ“. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სურათი შეიცვალა. ტოტალიტარიზმმა, რომლის პირობებში მეცხრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუალთა მემკვიდრეობის გააზრება მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან იყო შესაძლებელი, ადგილი დაუთმო განსხვავებული ღირებულებების ირგვლივ შემოკრებილ ჯგუფებს, რომლებმაც თერგისპირა „რაშმორზე“ თავმოყრილი „დამფუძნებელი მამების“ ავტორიტეტსა და ინტელექტუალურ მემკვიდრეობას თავიანთი შეხედულებების დაცვისა და დასაბუთებისთვის იყენებენ. მაგალითისთვის, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძეს წარმოგვიდგენენ, როგორც ერთ-ერთი პირველ ქართველი სოციალისტს, ლიბერალს, მემარჯვენეს, კონსერვატორს ან წმინდანს.

მას შემდეგ, რაც 2010-იან წლებში საქართველოში და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიდასავლური პროპაგანდა, მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალების ავტორიტეტს და მემკვიდრეობას სულ უფრო ხშირად იყენებენ ანტიევროპულ დისკურსში. სასაცილოა, რადგან მეცხრამეტე საუკუნის პრესაში (ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყარო, საიდანაც იმ პერიოდის ინტელექტუალური ელიტის შეხედულებებს ვიგებთ) ჩვენ საერთოდ არ გვხვდება ანტიდასავლური სენტიმენტები. მეტიც, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ინტელექტუალები კარგად ხედავდნენ, რომ საქართველო ჩამორჩენილი იმპერიის ნაწილი იყო და თავისი ქვეყნის განვითარების საშუალებებს, გზებს, იდეებსა და ინსტრუმენტებს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთში ეძებდნენ. მეტიც, სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა ის ძირითადი ფორმულები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ სკეპტიკოსებთან კამათში საქართველოს ევროპული ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობის დასასაბუთებლად. მაგალითისთვის, 1863 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი წერდა: „რადგანაც საქართველო აღიარებს ქრისტიანობას და თავისი ბედი და ისტორია რუსეთთან შეაერთა, ამისთვის ეს უფრო ევროპას ეკუთვნის, ვიდრე აზიას“. მამაცოვი (ასეთი იყო კონსტანტინეს გვარი ვიდრე მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა და „დასავლეთი“ ქართულ ტრადიციებს საფრთხის ქვეშ დააყენებდა) ყველა სკეპტიკოსს ეუბნება, რომ ვახტანგიდან ერეკლემდე საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი არ შეცვლილა, რომ მეფე ვახტანგის გამოცდილებასა და იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური მოცემულობების გათვალისწინებით მეფე ერეკლემ გააკეთა ტაქტიკური არჩევანი ისე, რომ არ უღალატია საქათველოს ერთ-ერთი პირველი ასტრონომის – ვახტანგ მეექვსის – წარმოდგენებისთვის მზის სისტემის შესახებ. 

ევროპას მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ხედავდნენ როგორც განვითარების ერთადერთ სწორსა და მისაბაძ მოდელს. 1872 წელს სერგეი მესხი წერდა: „ყოველგვარი ცოდნისა, განათლებისა, ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების წყარო ჯერჯერობით დასავლეთ ევროპა არის. ყველა ხალხები და, მათ შორის, რუსებიც, ამ წყაროს ეწაფებიან და აქედამ გამოაქვთ ყველაფერი, რაც კი საუკეთესოა, კაცის მანუგეშებელია და წინ წამწევი ამ ხალხების ცხოვრებაში. თავის თავისა და თავის ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ევროპის ცხოვრება და მეცნიერება კარგად და ჭეშმარიტად გაუცნია“.

თანამედროვე საქართველო ისე ახლოსაა თავის ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს ხანგრძლივი და დაბრკოლებებით სავსე ისტორიის განმავლობაში. ვიცი, რომ, ზოგისთვის, შესაძლოა, მეტისმეტად პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, რათა ჩემი და ჩემი არაერთი მეგობრის სულისკვეთება გამოვხატო: ჩვენ ჩავიდენთ უპატიებელ დანაშაულს ჩვენი წინამორბედი და მომავალი თაობების წინაშე, თუ დავუშვებთ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების მემკვიდრეობის მცდარ ინტერპრეტაციას მათივე იდეებისა და ხედვების დისკრედიტაციისთვის.

 

 

ავტორი: გიორგი საბანაძე 

 

ახალი ამბები / საზოგადოება /

|

16 დეკემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => saavtoro-sveti
                                    [2] => dasavluri-orientacia
                                    [3] => giorgi-sabanadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 197547
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => saavtoro-sveti
                                    [2] => dasavluri-orientacia
                                    [3] => giorgi-sabanadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 197547
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 16375
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => saavtoro-sveti
                                    [2] => dasavluri-orientacia
                                    [3] => giorgi-sabanadze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => saavtoro-sveti
                                    [2] => dasavluri-orientacia
                                    [3] => giorgi-sabanadze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (197547) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (21902,21903,21905,16375)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 216695
                    [post_author] => 12
                    [post_date] => 2018-02-22 16:13:52
                    [post_date_gmt] => 2018-02-22 12:13:52
                    [post_content] => „ბრიტანული ბრენდები“, „ამერიკული ტანსაცმლის მეორე სიცოცხლე“, „Second Hand”, „ძონძო არმანი“, უბრალოდ „მეორადი ტანსაცმელი“ თუ „ევროპული ბრენდები“ - ეს არასრული ჩამონათვალია მაღაზიათა იმ სახელწოდებებიდან, სადაც ამერიკის თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ათობით ტონა მეორადი სამოსი იყიდება.

თითქმის ორი ათეული წლის წინ საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული ევროპული, მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის ტანსაცმლის ქართული ბაზარი ევროპული ბრენდებით არ იყო განებივრებული, ამ ტიპის მაღაზიებმა მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

გარდა იმ მიმზიდველი ფაქტორისა, რომ სამოსი არის ბრენდული, მას აქვს სპეციფიკური, მძაფრი, დამახასიათებელი სუნი, რომელიც  აუცილებელი ქიმიური დამუშავების ნიშანია. თუმცა, სპეციალისტების აზრით, სწორედ ისეთი სამოსია სახიფათო, რომელსაც მსგავსი სუნი არ აქვს. კიდევ ერთი, ასეთი ქიმიურად დამუშავებული სამოსი დერმატოლოგიური დაავადებებისა და ალერგიის შესაძლო საფრთხეცაა

სოფო 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, მისი და მისი შვილების გარდერობის 90% მეორადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისგან შედგება, თუმცა,  ამით  არც მის და არც მისი შვილებს ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
„ვყიდულობ ყველაფერს, რაც გვჭირდება - შარვალი, მაისური, ქურთუკი, ფეხსაცმელი. მსგავსი ხარისხის სამოსს ქართულ ბაზარზე ვერ ვნახულობ, შესაბამისად ვირჩევ ევროპულს, ამერიკულს, მეორადს, თუმცა, კარგს. ხანდახან მხვდება ისეთი რაღაცებიც, რომლებსაც იარლიყიც კი აქვს, ანუ ის საერთოდ არაა ჩაცმული. ბუნებრივია, ვრეცხავ და ისე მოვიხმართ,“ - ამბობს სოფო.
მეორად სამოსს არა, თუმცა, სათამაშოებს მცირეწლოვანი შვილებისთვის ხშირად ყიდულობს ელენე დოლიძე. როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, მეორადი სათამაშოების მაღაზიებში ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე სხვა მაღაზიებში. არჩევანის გაკეთების მიზეზიც სწორედ ესაა. თუმცა, ერთადერთი, რასაც არ ყიდულობს, არის მეორადი ე.წ. რბილი სათამაშოები. დერმატოლოგი ნინო ოთარაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას მეორადი სამოსის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი ჩაცმა ყიდვისთანავე ან მოსინჯვა გარეცხვამდე დაუშვებელია. მისი თქმით, ამ მეთოდით მოხმარებული ტანსაცმელი პარაზიტული,  დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების საფრთხეა. მას მეორადი ტანსაცმლის მოხმარებისას გართულებებით  ხშირად არა, თუმცა მაინც მიმართავენ.
„დიდი შანსია, ალერგია გამოიწვიოს იმ სადეზინფექციო საშუალებებმა, რომლითაც ეს პროდუქცია მუშავდება. ამიტომ აუცილებელია, ეს ნივთიერებები ჩამოშორდეს სამოსს. ასევე, შემდეგ ეტაპზეა უკვე ის ბაქტერიოლოგიური ინფექციები იქიდან გამომდინარე, როგორი ჰიგიენური პირობებია სათავსებში, სადაც ეს პროდუქცია ინახება. გარეცხვამდე არაა რეკომენდირებული მისი ჩაცმა. ყიდვის შემდეგ ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს და სათანადოდ გაივლოს, რათა ჩამოირეცხოს ის ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები,“ -  აღნიშნა ნინო ოთარაშვილმა.
ექიმი დერმატოლოგი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ან ასთმა, მსგავსი ტიპის პროდუქციის ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისივე რეკომენდაციით, მიუღებელია მეორადი ფეხსაცმლისა და სათამაშოს ყიდვა.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მეორადი სათამაშოების ბავშვებისთვის ყიდვის. ამ შემთხვევაში საუბარი არამხოლოდ ბაქტერიაზე და სოკოზეა, არამედ ტუბერკულოზზეც. ბავშვები ხშირად იდებენ სათამაშოებს და ნივთებს პირში. სჯობს შევუძინოთ პატარას ახალი და არა მეორადი სათამაშო,“ - ამბობს  „ფორტუნასთან“ ნინო ოთარაშვილი.
„ფორტუნამ“ ინტერნეტით მოიძია რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეიძლება, მოვაცილოთ უსიამოვნო სუნი მეორად პროდუქციას.
  • ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ლიტრი წყალი და 10%-იანი ნიშადურის სპირტი. მსუბუქი ტანსაცმელი (პერანგი, ბლუზი, ქვედაბოლო) რამდენიმე წუთით უნდა ჩაალბობთ წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავში (5 ლ. წყალი + 20 მლ. ნიშადურის სპირტი). უფრო დიდი გაბარიტის მქონე ტანსაცმელს კი მეტად კონცენტრირებული (10 ლ. წყალი + 100 მლ. ნიშადურის სპირტი) ნაზავი დასჭირდება და ჩალბობის ხანგრძლივობაც რამდენიმე საათით უნდა გაიზარდოს.
  • ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლისთვის საკმარისია 30-40 წუთით ჩალბობა, ხოლო ბეწვეულსა და სინთეტურ სამოსს 5-6- საათი სჭირდება. ამის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლის გაწურვა და სუფთა ჰაერზე გაკიდება რამდენიმე დღის  განმავლობაში.
გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, ის წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად, დაახლოებით, 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.    

ქეთი გიგოლაშვილი  

[post_title] => Second hand - ბრენდული სამოსი იაფად თუ საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => second-hand-brenduli-samosi-iafad-tu-safrtkhe-chveni-janmrtelobistvis [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-22 16:13:52 [post_modified_gmt] => 2018-02-22 12:13:52 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216695 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 216240 [post_author] => 12 [post_date] => 2018-02-21 15:09:16 [post_date_gmt] => 2018-02-21 11:09:16 [post_content] => თქვენს მობილურში არსებული სატელეფონო ბაზა,  კონტაქტების ზუსტი დასახელებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.  მობილური აპლიკაცია,  რომელიც ტელეფონის ნომრის მეშვეობით პირის ვინაობას ადგენს, შესაბამის პლათფორმაზეა განთავსებული. აპლიკაციის აღწერილობაში ნათქვამია, რომ „ამპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, მოძებნოთ, ვის ეკუთვნის მობილურის ნომერი.   აპლიკაციას  გააჩნია უდიდესი ქართული სატელეფონო ბაზა,  რაც გაძლევთ საშუალებას, მოძებნოთ, თითქმის, ყველა მობილურის ნომრის მფლობელი, ხშირ შემთხვევაში, იძებნება სურათიც“. აპლიკაციის კონფიდენციალურიობის განაცხადში (Privacy   Policy)  მითითებულია, რომ აპლიკაცია ჩვენს ბაზას ჩვენივე ნებართვის შემდეგ იყენებს, თუმცა, აღსანიშნავია,  რომ ასეთ დროს საჯაროვდება არამარტო თქვენი, არამედ თქვენს სატელეფონო ბაზაში არსებული  პირების ინფორმაცია. სატესტო ცდებისას მარტივად ხელმისაწვდომი გახდა ცნობები პირის  სამსახურის,  ავტომობილის მარკის, პირადი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ. (აპლიკაციის სახელწოდებას და ცდის სქრინებს შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ).  მობილური აპლიკაციის მეშვეობოთ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შესახებ ცნობილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც. საკითხის   შესწავლისას   აპარატმა   დაადგინა,  რომ აპლიკაციის მეშვეობით ტელეფონის ნომრის ჩაწერისას  მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა პირის სოციალური ქსელის მისამართი, სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი  და სხვა მონაცემები.
 აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, პერსონალურ   მონაცემთა  შემცველი  მონაცემთა  ბაზების  დანაშაულებრივი  გზით მოპოვებას,  - ნათქვამია აპარატიდან  „ფორტუნასთვის „  გადმოგზავნილ ოფიცილურ განცხადებაში.  
გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლითაა დაწყებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის  აპარატმა შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციის საკითხად მიიჩნია. როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია,  მობილურ აპლიკაციაზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო .
„ ვინაიდან საქმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო,  სისხლის სამართლის 284 მუხლი, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევს გულისხმობს და 158 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა. გამოძიება მიმდინარეობს,  ხდება ფაქტების მოკვლევა,“ - განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში.
რა მეთოდებით მოიპოვებენ სატელეფონო ბაზას,  ამ კითხვით „ფორტუნამ“ აპლიკაციის ელექტრონულ მისამართზე მითითებულ პიროვნებასაც მიმართა. პასუხის შემთხვევაში სტატიაში მათი პოზიციაც აისახება.   როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის რეკომენდაციით, თითოეულმა   პირმა   სიფრთხილე   უნდა   გამოიჩინოს   არა   მხოლოდ   საკუთარი, არამედ   სხვისი   პერსონალური   მონაცემების   გამჟღავნებისას   და   მესამე   პირებისთვის ინფორმაციის გადაცემამდე მიზანშეწონილია იზრუნოს მასთან დაკავშირებული პირების პერსონალური   მონაცემების   დაცვაზე.  სხვადასხვა  სერვისის მიღებისას თანხმობის გამოხატვამდე საჭიროა, გაეცნოს ინფორმაციას მონაცემთა  დამუშავების  წესების  შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის  შესახებ  განაცხადში (Privacy   Policy). იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ პირადი ინფორმაცია უკანონო გზითაა მოპოვებული, პირს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს როგორც მონაცემთა დაცვის აპარატს, ასევე სამართალდამცველ უწყებას.

 

თამუნა გოგუაძე

[post_title] => თქვენი სატელეფონო ბაზა საფრთხეშია - მობილური აპლიკაცია მონაცემებს ასაჯაროვებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tqveni-satelefono-baza-safrtkheshia-mobiluri-aplikacia-monacemebs-asajarovebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-21 15:09:16 [post_modified_gmt] => 2018-02-21 11:09:16 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216240 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 216048 [post_author] => 21 [post_date] => 2018-02-21 13:43:20 [post_date_gmt] => 2018-02-21 09:43:20 [post_content] => განათლება, ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და კარგი დახასიათება - საქართველოში მშობლები საკუთარი შვილის აღმზრდელის ძიებისას ამ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. როგორც ძიძების სააგენტო "ნენი ჯორჯიაში" განმარტავენ, ოჯახები ძიძის შერჩევისას ყურადღებას არაერთ დეტალზე ამახვილებენ, მათ შორის ძიძის ასაკზე და განსაკუთრებით იმაზე, მომავალი აღმზრდელი მწეველია, თუ - არა. თავის მხრივ, მშობლების ნაწილი ძიძებს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც "ფორტუნას" ერთ-ერთმა დედამ უთხრა, ყოფილი ძიძა ოჯახიდან ფულს იპარავდა, სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს ზამთარში ჯიხურის გამყიდველს უტოვებდა, თავად კი რამდენიმე საათით სადღაც მიდიოდა. ძიძების სააგენტოში "ფორტუნას" განუცხადეს, რომ აღმზრდელობის მსურველი დღეს ძალიან ბევრია, შესაბამისად, სააგენტოში განაცხადიც ყოველდღიურად იზრდება. შესარჩევად ძიძობის კანდიდატებს გასაუბრება რამდენიმე ეტაპად უტარდებათ. ისინი სააგენტოში საკუთარ მონაცემებს ტოვებენ - ასაკს, ჯანმრთელობის ცნობას, ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ინფორმაციას გამოცდილების შესახებ, წინა დამსაქმებლის რეკომენდაციას და ამის შემდეგ სააგენტო კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით ძიძას ოჯახთან ამისამართებს. "ნენი ჯორჯიას" დირექტორის, ეკა გოქაძის, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ძიძასთან რაიმე პრობლემა აქვს, ან ძიძა ბავშვთან მიმართებით არასათანადო მოპყრობაში იქნა შემჩნეული, სააგენტოს, როგორც ძიძასა და ოჯახს შორის შუამავალს, გარკვეულწილად პასუხისმგებლობა ეკისრება.
"ეს იმიტომ, რომ ჩვენი შეთავაზებით ხდება ძიძის და ოჯახის ურთიერთობა, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ოჯახებს და ძიძებს გამოსაცდელი ვადა ყოველთვის აქვთ. ეს ვადა სამ დღეს გრძელდება, რა დროსაც ძიძები და ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. ორივე მხარეს აქვს დრო იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ," - უთხრა "ფორტუნას" ეკა გოქაძემ.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ძიძის შერჩევისას მთავარი აქცენტი დასვან იმაზე, აღმზრდელი აღსაზრდელის მიმართ რამდენად გამოხატავს სიყვარულს, რადგან, ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, მოზარდის კოგნიტური, ემოციური თუ სოციალური განვითარებისთვის 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სიახლოვის განცდა იმ ადამიანთან, რომელიც აღმზრდელის როლშია, ბავშვისთვის გადამწყვეტია.  

თათია კაკიაშვილი

[post_title] => რამდენად სარისკოა საქართველოში ძიძის აყვანა [ვიდეორეპორტაჟი] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenad-sariskoa-saqartveloshi-dzidzis-ayvana-videoreportadji [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-21 13:47:30 [post_modified_gmt] => 2018-02-21 09:47:30 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216048 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 216695 [post_author] => 12 [post_date] => 2018-02-22 16:13:52 [post_date_gmt] => 2018-02-22 12:13:52 [post_content] => „ბრიტანული ბრენდები“, „ამერიკული ტანსაცმლის მეორე სიცოცხლე“, „Second Hand”, „ძონძო არმანი“, უბრალოდ „მეორადი ტანსაცმელი“ თუ „ევროპული ბრენდები“ - ეს არასრული ჩამონათვალია მაღაზიათა იმ სახელწოდებებიდან, სადაც ამერიკის თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ათობით ტონა მეორადი სამოსი იყიდება. თითქმის ორი ათეული წლის წინ საქართველოში ჰუმანიტარული სახით შემოსული ევროპული, მეორადი ტანსაცმელი ადგილობრივ ბაზარზე შემოსავლის ერთ-ერთ სარფიან წყაროდ იქცა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის ტანსაცმლის ქართული ბაზარი ევროპული ბრენდებით არ იყო განებივრებული, ამ ტიპის მაღაზიებმა მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. გარდა იმ მიმზიდველი ფაქტორისა, რომ სამოსი არის ბრენდული, მას აქვს სპეციფიკური, მძაფრი, დამახასიათებელი სუნი, რომელიც  აუცილებელი ქიმიური დამუშავების ნიშანია. თუმცა, სპეციალისტების აზრით, სწორედ ისეთი სამოსია სახიფათო, რომელსაც მსგავსი სუნი არ აქვს. კიდევ ერთი, ასეთი ქიმიურად დამუშავებული სამოსი დერმატოლოგიური დაავადებებისა და ალერგიის შესაძლო საფრთხეცაა სოფო 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა. როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, მისი და მისი შვილების გარდერობის 90% მეორადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისგან შედგება, თუმცა,  ამით  არც მის და არც მისი შვილებს ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.
„ვყიდულობ ყველაფერს, რაც გვჭირდება - შარვალი, მაისური, ქურთუკი, ფეხსაცმელი. მსგავსი ხარისხის სამოსს ქართულ ბაზარზე ვერ ვნახულობ, შესაბამისად ვირჩევ ევროპულს, ამერიკულს, მეორადს, თუმცა, კარგს. ხანდახან მხვდება ისეთი რაღაცებიც, რომლებსაც იარლიყიც კი აქვს, ანუ ის საერთოდ არაა ჩაცმული. ბუნებრივია, ვრეცხავ და ისე მოვიხმართ,“ - ამბობს სოფო.
მეორად სამოსს არა, თუმცა, სათამაშოებს მცირეწლოვანი შვილებისთვის ხშირად ყიდულობს ელენე დოლიძე. როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, მეორადი სათამაშოების მაღაზიებში ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე სხვა მაღაზიებში. არჩევანის გაკეთების მიზეზიც სწორედ ესაა. თუმცა, ერთადერთი, რასაც არ ყიდულობს, არის მეორადი ე.წ. რბილი სათამაშოები. დერმატოლოგი ნინო ოთარაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას მეორადი სამოსის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მათი ჩაცმა ყიდვისთანავე ან მოსინჯვა გარეცხვამდე დაუშვებელია. მისი თქმით, ამ მეთოდით მოხმარებული ტანსაცმელი პარაზიტული,  დერმატოლოგიური და ალერგიული დაავადებების საფრთხეა. მას მეორადი ტანსაცმლის მოხმარებისას გართულებებით  ხშირად არა, თუმცა მაინც მიმართავენ.
„დიდი შანსია, ალერგია გამოიწვიოს იმ სადეზინფექციო საშუალებებმა, რომლითაც ეს პროდუქცია მუშავდება. ამიტომ აუცილებელია, ეს ნივთიერებები ჩამოშორდეს სამოსს. ასევე, შემდეგ ეტაპზეა უკვე ის ბაქტერიოლოგიური ინფექციები იქიდან გამომდინარე, როგორი ჰიგიენური პირობებია სათავსებში, სადაც ეს პროდუქცია ინახება. გარეცხვამდე არაა რეკომენდირებული მისი ჩაცმა. ყიდვის შემდეგ ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს და სათანადოდ გაივლოს, რათა ჩამოირეცხოს ის ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები,“ -  აღნიშნა ნინო ოთარაშვილმა.
ექიმი დერმატოლოგი იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ან ასთმა, მსგავსი ტიპის პროდუქციის ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისივე რეკომენდაციით, მიუღებელია მეორადი ფეხსაცმლისა და სათამაშოს ყიდვა.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მეორადი სათამაშოების ბავშვებისთვის ყიდვის. ამ შემთხვევაში საუბარი არამხოლოდ ბაქტერიაზე და სოკოზეა, არამედ ტუბერკულოზზეც. ბავშვები ხშირად იდებენ სათამაშოებს და ნივთებს პირში. სჯობს შევუძინოთ პატარას ახალი და არა მეორადი სათამაშო,“ - ამბობს  „ფორტუნასთან“ ნინო ოთარაშვილი.
„ფორტუნამ“ ინტერნეტით მოიძია რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეიძლება, მოვაცილოთ უსიამოვნო სუნი მეორად პროდუქციას.
  • ამისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ლიტრი წყალი და 10%-იანი ნიშადურის სპირტი. მსუბუქი ტანსაცმელი (პერანგი, ბლუზი, ქვედაბოლო) რამდენიმე წუთით უნდა ჩაალბობთ წყლისა და ნიშადურის სპირტის ნაზავში (5 ლ. წყალი + 20 მლ. ნიშადურის სპირტი). უფრო დიდი გაბარიტის მქონე ტანსაცმელს კი მეტად კონცენტრირებული (10 ლ. წყალი + 100 მლ. ნიშადურის სპირტი) ნაზავი დასჭირდება და ჩალბობის ხანგრძლივობაც რამდენიმე საათით უნდა გაიზარდოს.
  • ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლისთვის საკმარისია 30-40 წუთით ჩალბობა, ხოლო ბეწვეულსა და სინთეტურ სამოსს 5-6- საათი სჭირდება. ამის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლის გაწურვა და სუფთა ჰაერზე გაკიდება რამდენიმე დღის  განმავლობაში.
გაერო-ს მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ია, ის წელიწადში საშუალოდ 687 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმელს გზავნის სხვადასხვა ქვეყანაში. მეორე ადგილს ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი იკავებს, რომელსაც წლიურად, დაახლოებით, 602 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ხუთეულში შედიან გერმანია, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები. ათეულში კი ბელგია, კანადა, პოლონეთი, იტალია და იაპონია.    

ქეთი გიგოლაშვილი  

[post_title] => Second hand - ბრენდული სამოსი იაფად თუ საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => second-hand-brenduli-samosi-iafad-tu-safrtkhe-chveni-janmrtelobistvis [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-22 16:13:52 [post_modified_gmt] => 2018-02-22 12:13:52 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=216695 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 323 [max_num_pages] => 108 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 287137e9bff4bcfff6467a977ba40230 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები