LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიიდან წევრების წასვლას უარყოფენ

37

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიიდან ლიდერების წასვლას უარყოფენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მისი წევრები შიდა დაპირისპირების გამო ტოვებენ, მედიაში დღეს გავრცელდა. რამდენიმე ვებგვერდი იუწყებოდა, რომ შიდა უთანხმოების გამო პარტია ხატია დეკანოიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ნინო კანდელაკმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა დატოვეს.

მოგვიანებით, რამდენიმე მათგანმა ინფორმაცია საჯაროდ, ფეისბუქის პირად გვერდზე უარყო.

https://www.facebook.com/levan.varshalomidze/posts/2005460932800073

 

https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7/posts/2070986163171231

ნინო კანდელაკი აღნიშნულ ცნობას საჯაროდ გამოეხმაურა, როგორც მან პირველ არხთან  აღნიშნა;

მეც გავიგე, რომ გავრცელდა ასეთი ამბავი, თუმცა ეს არაა სიმართლე. მე ვრჩები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვარ პოლიტსაბჭოს წევრი.ჩემი ინფორმაციით, არც ზაზა ბიბილაშვილს, ხატია დეკანოიძესა და ლევან ვარშალომიძეს დაუტოვებიათ პარტია. ჩემი ინფორმაციით, არავის დაუტოვებია პარტია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები