LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 3 727 642 ლარი ჯდება

116

ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

“თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპლექსის რეაბილიტაცია სპორტული, დასვენების თვალსაზრისით და ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ და თემქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ დაათვალიერეს.