LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის მასის ჩამოშლის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სააავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

137
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი

თბილისის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. 

მერიის ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები