LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ყიფშიძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს: „აქციებზე აღმოვაჩინე რაღაც სხვაგვარი ენერგია – სამშობლოს სიყვარულის, რომელიც ყველა უთანხმოებას ფარავს… ხელახლა დავიტენეთ ენერგიით… თქვენთან ერთად არაფრის მეშინია!“

1363
ნატალია ყიფშიძე

„აქციებზე აღმოვაჩინე რაღაც სხვაგვარი ენერგია – სამშობლოს სიყვარულის, რომელიც ყველა უთანხმოებას ფარავს და გვაერთიანებს“, – წერს მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელიც უკვე თვეზე მეტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს.

„რამდენიმე დღე ყველა „ვისვენებდით“ და ამ დასვენების დროს რაღაც არ გვასვენებდა, რაღაცის დანაკლისი გვქონდა. 

24 მაისის მარშზე ხელახლა დავიტენეთ იმ ენერგიით, რომელიც სულ ცოტახნის წინ აღმოვაჩინეთ და ერთმანეთის მონატრებით ქალაქი გავანათეთ.

„უზომოდ მადლიერი ვარ… ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ“ – როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე მამის და ბაბუის შესახებ სოცქსელში მიმდინარე დისკუსიას

თქვენთან ერთად დგომამ ბრძოლის არსი გამახსენა და დღეს უფრო დიდი ძალებით გამაღვიძა. მადლობა! მიყვარხართ! თქვენთან ერთად არაფრის მეშინია! თქვენთან ერთად ბედნიერი ვარ! ჩვენს ქვეყანას მართალია პატარა მოსახლეობა ჰყავს, მაგრამ ეს გვაქცევს ჩვენ ერთ დიდ ოჯახად!“, – წერს ნატალია ყიფშიძე და ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვას მიერ გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.

აქციებზე აღმოვაჩინე რაღაც სხვაგვარი ენერგია – სამშობლოს სიყვარულის, რომელიც ყველა უთანხმოებას ფარავს და გვაერთიანებს….

Posted by Natalia Kipshidze on შაბათი, 25 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები