LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ როგორ გამოიყურება რუსეთის სტადიონები პირდაპირ ახლა (ფოტო)

202

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრიც არაფერი დარჩა. რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში ჯერ კიდევ გამალებით მუშაობენ სტადიონების დასამთავრებლად. ზოგან დამატებით გახდა ფულის გამოყოფა საჭირო. რას იზამ, საბჭოთა მენტალობა და „ფულის მოტეხვის“ ტრადიცია თავისას შვრება.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება სამუნდიალო არენები ამ წუთისთვის.

 

„ეკატერინბურგ არენა“ თებერვლის ბოლოს ჩააბარეს, მარტში ფიფას ინსპექტორები ჩავიდნენ და კმაყოფილები დარჩნენ. პირველი სატესტო მატჩი 1 აპრილსაა.

 

„მორდოვია არენა“-ზე ამწეები ჯერ არ მოუშორებიათ. დაახლოებით ერთი თვეა სავარძლების მონტაჟი დაასრულეს. სატესტო მატჩი 21 აპრილსაა დაგეგმილი.

 

 

„სამარა არენა“ ერთ-ერთი პრობლემურია. 7 მარტს ამის შესახებ თავად პუტინმაც გაიხსენა, რომელმაც გუბერნატორს ჩამორჩენის აღმოფხვრა დაავალა.

 

„როსტოვის“ სტადიონი უკვე ექსპლუატაციაშია. ფიფას ის მოეწონა, რადგან ადგილები მოედანთან ახლოსაა. 15 აპრილს რუსეთის პირველობის მატჩია ჩანიშნული.

 

 

კალინინგრადის არენის პერსპექტივები ბუნდოვანია. 22 მარტს „ბალტიკას“ „შალკესთან“ უნდა ეთამაშა, მაგრამ თამაში გადაიდო. ოფიციალურად ყინვის გამო.

 

 

ნიჟნი ნოვგოროდში ძირითადი სამუშაოები დასრულდა. დეტალები კი 15 აპრილისთვის უნდა დაამთავრონ.

 

ვოლგოგრადში სტადიონის ჩაბარების ვადები უკვე გადაწიეს. ახლა კი მშენებლები ჩივიან, რომ ჯერ დეკემბრის ხელფასი არ აუღიათ. სამუშაოები 21 აპრილს უნდა დასრულდეს.

 

 

სოჭის სტადიონის მოსამზადებლად დამატებით მილიარდი რუბლი გახდა საჭირო. ახლა წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

 

„სპარტაკის“ ახალი არენა დიდი ხანია მზადაა.

 

 

„ყაზან-არენაზე“ საშინელი გაზონი და გამშვები სისტემაა. გაზონს არ შეცვლიან, უბრალოდ პირდებიან, რომ ის ზაფხულისთვის უკეთესი იქნება.

 

 

ერთადერთი არენა, რომელსაც ყინვაშიც შეუძლია თამაშები მიიღოს, ეს სანკტ-პეტერბურგის სტადიონია, სადაც ტემპერატურა ყოველთვის +20-ია.

 

ნოემბერში „ლუჟნიკებმა“ რუსეთ-არგენტინას უმასპინძლა და ეს საორგანიზაციო ჩავარდნა იყო. წინა პარასკევს მეორე ცდა ქონდათ – ბრაზილია ჩავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები