LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძემ ავარიის გამო მეორე შვილის გაჩენა ვერ შეძლო – „არ ვიცოდი, რომ ორსულად ვიყავი…“

152

„დღის შოუს“ წამყვანებმა ემოციური მიმართვა გაავრცელეს, სადაც ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რა საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს მანქანით გადაჭარბებული სიჩქარით სიარული და მძღოლების დაუდევრობა.

განსაკუთრებულია ნანიკო ხაზარაძის მონათხრობი, საიდანაც ირკვევა, რომ ავარიამ, რომელშიც თავად მოჰყვა, ძალიან დიდი დანაკარგი მოუტანა…

„ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანზე, აინთო წითელი და ვალოდებოდით, როდის აინთებოდა მწვანე. უკანა მხრიდან, ძალიან დიდი სიჩქარით, დაგვეჯახა მანქანა, რომლის მძღოლიც, სავარაუდოდ, რაღაცის თრობის ქვეშ იყო. ჩვენი მანქანა გადაისროლა საპირისპირო მხარეს, იქიდან მომავალი დიდი ზომის ტაქსი, რომელიც ასევე სწრაფი სიჩქარით მოდიოდა, დამეჯახა მე…

ყოველთვის მინდოდა მეორე შვილი. არ ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ ვიყავი შვიდი კვირის ორსული. ყველა ექიმი შეთანხმდა, რომ ეს ბავშვი ვერ გაჩნდებოდა, რადგან ჩემი ორგანიზმი ამას ვერ აიტანდა, აბორტსაც ვერ ვიკეთებდი, იმიტომ, რომ მენჯები იყო დალეწილი.

5 თვეს გადაცდენილი ვიყავი, კარგი დიდი ორსული ვიყავი, როცა ტრავმატოლოგებმა მომცეს აბორტის გაკეთების ნებართვა. მოკლედ, ვერ გავაჩინე შვილი, რომელიც ძალიან მინდოდა… არ ვიცი. არასდროს იაროთ გადაჭარბებული სიჩქარით…“ – აღნიშნავს ნანიკო ვიდეომიმართვაში.

https://www.youtube.com/watch?v=0ttpTUz6n0o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები