LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ასათიანზე: „მე და ეს გოგო რაღაცნაირად გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთზე…“

51

მაია ასათიანის ინტერვიუმ ნანუკა ჟორჟოლიანთან სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არაერთმა პოპულარულმა სახემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ტელეწამყვანს, რომელსაც შვიდი თვის წინ ერთადერთი ქალიშვილი გარდაეცვალა და ამ ტრაგედიასთან გამკლავებას ცდილობს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ მაიას პოსტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა:

„მე და ეს გოგო რაღაცნაირად გადაჯაჭვულები ვართ ერთმანეთზე. მთელი შეგნებული ცხოვრება და რაც უფრო მეტად ვიზრდებით, მით უფრო ახლობლები ვხდებით. წარმოუდგენლად ძლიერია. სხვა სიღრმის ქალია! და როცა ვუყურებ მას გვერდიდან, ერთადერთ რამეს ვფიქრობ! რომ კარგად იყოს!!!! მანამ, სანამ იქ წავა, სადაც ყველა! იმსახურებს იყოს კარგად! იღიმოდეს! იცინოდეს! იმსახურებს სიცოცხლეს და თავი დავანებოთ ყველამ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები