LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაოჭებთან ბრძოლის ათი საუკეთესო პროდუქტი

352

უმრავლესობამ იცის, რომ მზის სხივებისგან დაცვა, ჯანსაღი ძილი, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და მავნე ჩვევებთან ბრძოლა, სიბერესთან (ნაოჭებთან და ასაკობრივი პიგმენტების წარქმნასთან) ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა, ბევრი არ ფიქრობს თუ რა გავლენას ახდენს კვება ჩვენს გარეგნობაზე.

გაიცანით – თქვენი საუკეთესო მეგობრები ნაოჭებთან ბრძოლაში!

  1. მარწყვი

ვიტამინ С ადრეულ სიბერესთან ბრძოლის მთავარი ანტიოქსიდანტია, მისი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კარგად შესწავლილი და დამტკიცებულია. მარწყვი – ვიტამინ С-ს ბუნებრივი წყაროა, რომელიც კენკრაში უფრო მეტია, ვიდრე ფართოდ რეკლამირებულ ფორთოხალში. გარდა ამისა, მარწყვი იმ ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს, რომელიც კოლაგენის ბოჭკოს ასაკობრივი ცვლილებებისგან იცავს. С ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების ნაერთი კი, ანადგურებს იმ  თავისუფალი რადიკალების მოლეკულებს, რომლებიც კანის უჯრებების დაზიანებას იწვევს.

  1. ავოკადო

ავოკადოს ნაყოფში შემავალი Е ვიტამინი იცავს უჯრედებს დაბერებისგან, D ვიტამინი (ბუნებრივი შაქარი) კი, ზრდის კოლაგენის დონეს კანში. გარდა ამისა, ავოკადო სასარგებლო ცხიმებსაც შეიცავს, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ და ეფექტურად ებრძვიან კანის სიმშრალეს.

  1. შავი მოცხარი

დიეტოლოგიის სუპერვარსკვლავი – შავი მოცხარი 4-ჯერ უფრო მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა, ის მდიდარია ფლავონოიდებით და ანტიციანინებით, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან ასაკობრივ ანთებით პროცესებს და იცავენ კოლაგენის ბოჭკოს ჟანგვითი დაზიანებისგან.

  1. კიტრი

ზაფხულის სალათების პოპულარული ინგრედიენტი მდიდარია სილიციუმის ოქსიდით, რომელიც სამართლიანად ატარებს “სილამაზის დანამატის” სახელს. სილიციუმის ოქსიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის შიდა შრეებში დამაკავშირებელი უჯრედების გაძლიერებაში და ებრძვის ღრმა ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, კიტრი С ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, მასში შემავალი წყალი კი, უვლის და არბილებს კანს.

  1. პომიდორი

პომიდორი მდიდარია ლიკოპინით, რომელსაც მეცნიერები კაროტინოიდების ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტად თვლიან. ლიკოპინი ეფექტურად იცავს კანს მზის სხივებისგან და ამაგრებს კოლაგენის ბოჭკოს.  

  1. ორაგული

ორაგულში შემავალ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს ადრეულ სიბერესთან ბრძოლის თვისებები აქვს, რადგან ამ ჯგუფის მჟავები აძლიერებენ უჯრედის მემბრანას, აუმჯობესებენ კარის ფერს და ებრძვიან ანთებით პროცესს, რაც სიბერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

  1. ბროწეული

ბროწეულს “ახალგაზრდობის ელექსირს” ეძახიან, რადგან ის გარდა დიდი რაოდენობით С ვიტამინისა, ანტოციანინებსაც შეიცავს, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან იცავს. გარდა ამისა, ე.წ. ბროწეულის მარცვლის ზეთი ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა.

  1. ნუში

ნუში დიდი ოდენობით ვიტამინ Е-ს, სასარგებლო ცხიმებსა და ამონომჟავებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ფერს და ეფექტურად ებრძვიან ნაოჭების გაჩენას. გარდა ამისა, ნუში სპილენძის ბუნებრივი წყაროა, რომელიც იცავს კანს მზის სხივებისგან და ხელს უწყობს კანის უჯრედებში ელასტინის წარმოქმნას.  

  1. ისპანახი

ისპანახი მდიდარია С და К ვიტამინებით, რომელიც ეხმარება კანს შეინარჩუნოს ელასტიურობა. გარდა ამისა, ისპანახი კაროტინოიდების ჯგუფის ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა, არ შეიცავს ცხიმს და შაქარს, ამიტომ მისი მირთმევა ყველას შეუძლია.

  1. წიწიბურა

წიწიბურა ბიოფლავონოიდის ჯგუფის ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც აღადგენს ორგანიზმში С ვიტამინს, ამაგრებს კაპილარების კედლებს და ებრძვის ე.წ. სისხლძარღვოვანი “ვარსკვლავების” წარმოქმნას, რომლებიც ნაოჭებთან ერთად ადრეული დაბერების პირველ სიმპტომად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები