LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხზე საჭიროა ფართო მსჯელობა – დავით სერგეენკო

78

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, განცხადებით, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხზე საჭიროა ფართო მსჯელობა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასეულების შემდეგ განაცხადა, სამინისტროს პოზიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში უცვლელია და ამის მიზანია არა ვინმეს დასჯა, არამედ ზიანის შემცირება.

„ჩვენი პოზიცია იგივეა და ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და მიმართული ზიანის შემცირებისკენ,“ – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები