LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

44

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცცცცბრალდებით თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას 10 აბი „მეტადონი“ და 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 5,9226 გრამ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ალექსანდრე ბ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები