LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბუნტური „ჰეროკრატიაში“ საყვარელ მამაკაცთან ერთად თამაშობს

1670

„ჰეროკრატიაში“ პირველი ლედის როლზე სექსუალური ბალერინა, ნათია ბუნტურია დაკავებული. როგორც აღმოჩნდა, ის სერიალში, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია, საყვარელ მამაკაცთან ერთად თამაშობს. დღევანდელ „სარკეში“ ნათიამ მისი სახელი და გვარი გაამხილა. მისი რჩეული მირიან ბურჭულაძეა, რომელიც „ჰეროკრატიაში“ ეპიზოდურ როლს თამაშობს.

„ერთი წელია, მეუღლე აღარ მყავს, მაგრამ მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც სამომავლოდ სულ ჩემთან იქნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს… ის არის მირიან ბურჭულაძე. სერიალის პატარა ეპიზოდში მონაწილეობს. პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ბევრჯერ გადაიღეს სერიალშიც, კინოშიც, რეკლამაშიც. ფილმში უცებ აღმოვჩნდით პარტნიორები. მირიანი სკანდინავიელი ელჩის როლს თამაშობს“.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა დაქორწინებას, მსახიობი პასუხობს, რომ ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები