LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე – როგორ გადავარჩინოთ საკუთარი სურვილები

153

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს იმის შესახებ, რატომ არ შეიძლება, წინააღმდეგობების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარი თქვათ. გთავაზობთ ფსიქოლოგის მოსაზრებას სრულად:

„როცა რამე ძალიან კარგის, ნამდვილად კარგის გაკეთება გინდა, მთელი სამყარო გეხმარება ამ დროს. მაგრამ გზადაგზა, ის-ისაა შეგექმნა ილუზია, რომ ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, უცებ იგივე სამყარო სრულიად მდუმარე ხდება და ირგვლივ კარების ჯახუნის ხმა ისმის მხოლოდ. ზოგმა ამ დროს ყურების ჩამოყრა და მიზანზე უარის თქმა იცის ხოლმე და ამ უარით სამყაროს აძლევს დადასტურების საშუალებას, რომ ის უტყვი, უპასუხო და გულგრილია, რომ არაფერი არ გამოვა. შეცდომა სწორედ ამაშია. სამყაროს უყვარს დადუმება, რომ უკეთ გაზომოს შენი სურვილის, მიზნის აუცილებლობა. გაძლევს დროს, კიდევ ერთხელ, ან ასჯერ თავიდან დაადასტურო შენს თავთან, რომ რასაც გეგმავდი, აუცილებლად გასაკეთებელია, ნამდვილად ღირებულია შენთვისაც და ნამდვილად საჭირო სხვებისთვის. ჰოდა, ამ დუმილს რომ გადალახავ, ამ ყრუ დერეფანს რომ გასცდები, მერე თავიდან იხსნება შესაძლებლობები. შენმა სურვილებმა უნდა გაიაროს დროის ეს მდუმარე მონაკვეთები და გადარჩეს, პირველ რიგში, ჯერ მხოლოდ შენში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები