LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI: გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

144

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად მიიჩნევს. აქ იგულისხმება ნახევარი, ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური, ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული (მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი).

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი – 72%-ია იმ გამოკითხული ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, უმცირესობათა დასახლებებში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები