LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – გამოკითხულთა 65% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

66
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 35% კი დასაქმებულად თვლის. 
იმ 65%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 43% პასუხობს, რომ დაუსაქმებელია და სამსახურს ეძებს, 23% პენსიონერია და სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის, 10% უმუშევარი და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად სამსახურს არ ეძებს.
გამოკითხულთა 8% აცხადებს, რომ დიასახლისია. მათ გარდა, უმუშევარია და სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის 5%, 4% კი სტუდენტია. პენსიონერია და სამსახურს ეძებს გამოკითხულთა 2%, გამოკითხულთა 2% კი შეზუდული შესაძლებლობების მქონეა.
ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამსახური არ დაუკარგავს გამოკითხულთა 83%-ის ოჯახის წევრებს, 17%-მა კი დაკარგა. გამოკიტხულთა 89%-ის ოჯახის წევრებს არ დაუწყიათ სამსახური, 11%-მა კი დაიწყო.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები