LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეაპოლში მადრიდის გამო პიცა აკრძალეს

82

”ნაპოლის” სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელებს მადრიდის ”რეალთან” მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ პიცის ჭამა აუკრძალა. მოთამაშეებს მკაცრი დიეტა დაუნიშნეს, რომელიც ძალაში 10 თებერვლიდან შევა.
”ნაპოლის” ფეხბურთელებს სასტიკად ეკრძალებათ პიცის ჭამა შეხვედრამდე დარჩენილი დღეების განამვლობაში. ჩვეულებრივ, მათ უფლება აქვთ მიირთვან ყველი და პომიდორი, მხოლოდ მატჩამდე 48 საათით ადრე, ახლა კი ესეც აკრძალულია.
სამედიცინო შტაბის მოთხოვნით, იმისათვის, რათა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ, ფეხბურთელებს ცნობილ ნეაპოლიტანურ პიცაზე უარის თქმა მოუწევთ. გარდა ამისა, მათ მკაცრად ეკრძალებათ ალკოჰოლის მიღება.
პირველი შეხვედრა გუნდებს შორის მადრიდში 15 თებერვალს შედგება, საპასუხო მატჩი კი ნეაპოლში 7 მარტს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები