LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი პარიზში მიდის: სუპერტრანსფერის მოლოდინში

78

სატრანსფერო ბაზარზე უდიდესი სენსაცია მწიფდება. ბრაზილიურმა ინტერნეტგამოცემა Esporte Interativo-მ გამოაცხადა, რომ „ბარსელონას“ ვარსკვლავი ნეიმარი დათანხმდა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას და „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა „ფოტოშოპში“ დამუშავებული სურათი, რომელშიც ნეიმარს პსჟ-ის ფორმა აცვია.

გამოცემა ირწმუნება, რომ ფორვარდმა ამგვარი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ აღარ სურს „ბარსელონაში“ ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა.

Esporte Interativo-ს ინფორმაცია აიტაცა კიდევ ერთმა ბრაზილიურმა გამოცემა Lance-მ, რომელმაც დაწერა, რომ ნეიმარის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია პსჟ-ის ახალწვეულმა დანი ალვეშმა.

უფრო ადრე, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები