LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიამორების გადაადგილება თუშეთის კლდეებზე – დრონით გადაღებული უნიკალური კადრები

80

დაცული ტერიტორიების სააგნეტო, დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ნიამორები კლდეებზე.

ვიდეო თუშეთის ეროვნულ პარკშია გადაღებული.

ნიამორი შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე.

უმეტეს ადგილას ნიამორები გადაშენების პირას არიან.

ვიდეოს ავტორი  🎥 Levani Tavberidze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები