LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ყველა ელექტრომატარებელი ქარის ენერგიაზე გადავიდა

149

ნიდერლანდებში, 1 იანვრიდან, ყველა ელექტრომატარებელი ქარის ტურბინის დახმარებით მუშაობს.

ამის შესახებ გამოცემა გარდიანი, ნიდერლანდების სარგინიგზო კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

“1 იანვრიდან, ჩვენი მატარებლების 100% ქარის ენერგიით მუშაობს”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ტონ ბონმა.

სარკინიგზო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კომპანია ენკომ 2 წლის წინ მოიგო. 10 წლიანი კონტრაქტის მიხედვით, ყველა მატარებელი ქარის ენერგიაზე 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა გადასულიყო.

კომპანიამ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე შეძლო კონტრაქტის ამ უმთავრესი პირობის შესრულება.

სარკინიგზო კომპანია ნიდერლანდებში დღეში საშუალოდ, 600 000 მგზავრს ემსახურება.

ერთი ტურბინის მეშვეობით მატარებელს საათში 120 მილის გავლის საშუალება ეძლევა. კომპანია იმედოვნებს, რომ ერთი მგზავრის მიერ ენერგიის მოხმარებას 2020 წლამდე 35%–ით შეამცირებენ.

თამთა უთურგაშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები