LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძის და ისტორიული დღის შესახებ, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გველოდება

247

ნიკოლოზ რაჭველი 16 აგვისტოს, ნანი ბრეგვაძის ისტორიულ კონცერტზე ახლა უკვე პირადად გვიწვევს. ღონისძიება, სადაც სპეციალური სტუმარი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი იქნება, „ბლექ სი არენაზეა“ დაგეგმილი. კონცერტზე აჟღერდება ნანი ბრეგვაძისთვის ცნობილი კომპოზიტრების მიძღვნილი სიმღერებნი ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური ვერსიებით. დირიჟორი აღფრთოვანებას ვერ მალავს მომავალ კონცერტთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:

„ჩემო ურიცხვო Facebook მეგობრებო, განსაკუთრებით ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე მყოფებო, ხომ მოდიხართ 16 აგვისტოს ნანის ისტორიულ კონცერტზე დასასწრებად Black See Arena-ზე?

ძალიან გამიხარდება, თუ გამონახავთ დროს და ჩვენი უზღავი შრომის შედეგის თანაზიარნი იქნებით…

ნანი, რომელმაც მართლა ეპოქა შექმნა, ქრის ბოტი, ნინო ქათამაძე, სტეფანე, ეკა და ნატალიკო, ეროვნული ორკესტრი და აჭარის კაპელა… ამ ერთობლიობის ხილვა და ლაღიძის, კვერნაძის, ყანჩელის, ცაბაძის, აზარაშვილის, ჩარლი ჩაპლინის და კიდევ არაერთი შესანიშნავი კომპოზიტორის მუსიკის ჩემეული ვერსიით მოსმენა მინდა რომ თქვენი ცხოვრების ერთი ლამაზი ისტორიული დღე გახდეს…

ხოდა, არ დაიზაროთ, მოდით არენაზე ხუთშაბათს საღამოს და თქვენი გულშემატკივრობით ჩვენთან ერთად პატივი მიაგეთ ქართული მუსიკის უდიდეს ავტორებსა და მის სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ შემსრულებელს, რომლის 83 წლიანი ცხოვრება და 60-წლიანი შემოქმედებითი ბიოგრაფია ღრმა პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს!!!

მე მჯერა თქვენი, მე მჯერა, რომ თუ კი საშუალებას გამონახავთ, ჩვენთან ერთად იქნებით და გაიზიარებთ ჩვენს დიდ სიხარულს! გელოდებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები