LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ წარსულში ვარ ფიქრებით, უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე.. მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე“ – ნანი ბრეგვაძე

185
ფორტუნა (21)

როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონებზე, რომლებიც ახერხებენ, ასაკში გამოიყურებოდნენ ძალიან კარგად და საკუთარ თავთან იყოს ჰარმონიაში, პირველი, ვინც ასეთ დროს გვახსენდება, არიან ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი ნანი ბრეგვაძეს და ეკა მამალაძეს სახლში ესტუმრა.

კითხვაზე, როგორ აღიქვამს წლებს, ნანი ბრეგვაძე პასუხობს:

„მე საერთოდ ვერ ვხვდები რამდენი წლის ვარ. თუ ხმამაღლა ვთქვი რამდენი წლის ვარ, გული მისკდება, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, აბსოლუტურად ისეთია, როგორიც იყო. რასაკვირველია, უფრო ჭკვიანდები. 

87 წლის ვარ ..  ეს ძალიან რთული სათქმელია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი მაწუხებს, ძალიანაც ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მაჩერებს.

სანამ ომი დაიწყებოდა ისრაელში ვიყავი, ანალიზები გავიკეთე და ამ ანალიზების მიხედვით 62 წლის ვარ. სასაცილოა ახლა ამას რომ ვამბობ, მაგრამ უჯრედის დონეზე ასეა.

ძველ ფოტოებს  რომ ვათვალიერებ, ჩემი თავი  არ მომწონდა, განსაკუთრებით რამდენიმე ფოტოზე. დიდი ხანი რომ გავიდა, ახლა ვფიქრობ, რატომ არ მომწონდა. იმ დროისთვის არც იყო მოსაწონი, მაგრამ წლები რომ გემატება, შენი თავი მოგწონს, ახალგაზრდას რომ უყურებ. 

მე საოცრად არაფოტოგენური ვიყავი“. – იხსენებს ნანი.

მისი თქმით, ასაკს აგრძნობინებს ის, რომ მეგობრები აღარ ჰყავს გარშემო.

„ნაოჭი მედარდება, ეს ყველა ქალს აწუხებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ჩემი სახლი სავსე სტუმრობით, ღმერთო ჩემი შვილები დიდხანს მიცოცხლე, იმდენი ვართ, მაგრამ ძალიან მაკლია სტუმრები. ისეთი სტუმრები არა, ტელეფონზე რომ რეკავენ და მოდიან, ისეთი სტუმრები, კარს რომ გააღებ და სიურპრიზი დაგხვდება. ახლა ასეთი მეგობრობა აღარ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია. თუმცა, ადრეც ყველა დაკავებული იყო“. – იხსენებს ნანი.

საკუთარ ფიქრებზე საუბრისას კი ამბობს, რომ სულ წარსულშია.

„სულ წარსულში ვარ ფიქრებით. უკვე ძნელია ჩემი ფიქრი მომავალზე.. მაგრამ ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიხარია სიცოცხლე. ჩემი რამდენიმე ამხანაგი ხომ შემომრჩა და ვამბობთ ხოლმე, რა ბედნიერები ვიყავით, როგორ კარგად ვცხოვრობდითო“. – ამბობს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები