21 ივლისს ნანი ბრეგვაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ლეგენდარული მომღერლის წინასაიუბილეო სამზადისის ვიდეოს ConceptArt • კონცეპტArt გვიზიარებს.
საიუბილეო საღამოს „შატო მუხრანი“ უმასპინძლებს.
„ბედნიერ ადამიანად უნდა ჩავთვალო ჩემი თავი იმიტომ, რომ შენ გიყვარს ხალხი და მასაც შენ უყვარხარ. როგორი სასიამოვნოა, ახალგაზრდა რომ მოდის და უბრალოდ მეუბნება, „იცით რა, მე ძალიან მიყვარხართ და შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღო?“ – ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს, ახალგაზრდა რომ მიგიღებს. შეყვარებული რომ არის ადამიანი, ხომ უნდა რომ სიკეთე გააკეთოს, იცინოს, იმღეროს, გააკეთოს თავისი საქმე – ეს ძალაა, სიყვარული ძალიან ძლიერია. ყველაზე პირველი უნდა იყოს სიყვარული შენი სამშობლოსი და შენი შვილების, სამშობლოში ყველაფერი შედის, 21 ივლისის (სოლო კონცერტი) ასეთი ნერვიულობა არასოდეს არ მქონია იმიტომ, რომ ყოველთვის სახლში ვაკეთებ ჩემ დაბადების დღეს. ისეთი ბავშვები მეყოლება გვერდზე და ისეთი მუსიკოსები, რომ ეს იქნება ჩემთვის დიდი საჩუქარი…“ – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
