ნანი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
ლეგენდარული მომღერალი წერს, რომ თავისი დიდი ოჯახით ძალიან ბედნიერია.
ნანი ბრეგვაძე ასევე აღნიშნავს, რომ დიდი სცენის ფონზე, სახლში უბრალოდ დედა და ბებიაა, რომელიც ოჯახის წევრების ყურებით ხარობს.
„ძალიან ბედნიერი და მდიდარი ვარ, რომ ამხელა ოჯახი მყავს. გასტროლებზე ყოფნისას სულ მენატრებოდა ჩემი სახლი, ეკა, ჩემი შვილიშვილები, მეგობრები და თბილისი…
თავს საოცრად იღბლიან ადამიანად ვთვლი და ღმერთს ამისთვის სულ მადლობას ვუხდი პირველ რიგში, იმ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში არიან. სცენაზე ვარსკვლავი ხარ, მაგრამ სახლში – უბრალოდ დედა და ბებია, რომელიც ამ თაობების ყურებითა და მათი სიყვარულით სუნთქავს,“ – წერს ნანი ბრეგვაძე.

