LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე გრანდიოზული გალაკონცერტით აღინიშნება

46

ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი ამბროლაურის სტადიონზე, საღამოს 7 საათზე დაიწყება. გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ის მუსიკოსები, რომელთა წარმოშობაც რაჭას უკავშირდება. მათ შორის: ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, მარიამ როინიშვილი, თეონა დვალი, რამაზ ჩიკვილაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, გიორგი გაგნიძე, ანზორ ხიდაშელი, ბადრი მაისურაძე, ასევე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან, რასაკვირველია, ნიკოლოზ რაჭველი იქნება.

შესრულდება ყველასთვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები, აგრეთვე, ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საღამოს წამყვანები იქნებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.

გალაკონცერტზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს საპატრიარქო და ნიკორწმინდის ეპარქია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი „Concept-art“.

კონცერტი იმართება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ამბროლაურის მერია და მუნიციპალიტეტი, რაჭა-ლეჩხუმის გუბერნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები