LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო! მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც რუსთაველზე დგას და ჩემ ქვეყანას იცავს“ – ნიკოლოზ რაჭველი

137
ნიკოლოზ რაჭველი

„ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო!“, – ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანება.

„ასეთი ეგზისტენციალური პროცესი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მახსენდება… ან გავხდებით ლუკაშენკოს ბელორუსია ან დემოკრატიული ევროპული მომავლის მქონე განვითარებული სახელმწიფო!

მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მადლიერი ვიქნები ყველა იმ ადამიანის, ვინც ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე დგას რუსთაველზე და იცავს ჩემ ქვეყანას, ჩვენს უძვირფასეს სამშობლოს..“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ფოტოები სლაიდზე: Rezi Beselashvili და Doddie kharkheli

პოპულარულები