LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეტრას განძი“ – პირველი პრემიალური თიმბილდინგი საქართველოში

268
პეტრას განძი

ქართულ კომპანიებში თანამშრომლების განწყობასა და პროდუქტიულობაზე ზრუნვა დღითიდღე აქტუალური ხდება. ამისთვის კი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თიმბილდინგი. 

აღნიშნულის თვალსაჩინოებისთვის, პირველად საქართველოში, კომპანია Calypso Travel & Event, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტურიზმისა თუ ღონისძიებების ორგანიზების სფეროში და ამ კუთხით, წლების განმავლობაში, არაერთი ჯილდოც მოუპოვებია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დაჯილდოებებზე, კომპანიებისთვის ახორციელებს ინოვაციურ პროექტს „პეტრას განძი“.

„პეტრას განძი“ ფორტ ბოიარდისა და ინდიანა ჯონსის მოტივებზე შექმნილი, ისტორიული ფაქტებით გაჯერებული თამაში-შეჯიბრია, რომელიც ბიზნესის მფლობელებს, CEO და HR დეპარტამენტებს დაეხმარება მიაღწიონ მიზნებს არა მხოლოდ პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბების მეშვეობით, არამედ საერთო პროცესში განსაკუთრებული ჩართულობით.

„პეტრას განძი“ ქართული ისტორიით და ავთენტური პერსონაჟებით, მრავალსაუკუნოვანი ლოკაციით და საქართველოს არქეოლოგიის პოტენციალის გამოყენებით შექმნილი პროექტია, რომლისთვისაც ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე განასახიერებს და რომელიც მოთამაშეებს უმასპინძლებს.

პირველი თამაში ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით 5-7 აპრილს, ციხისძირში, პეტრას ციხეზე გაიმართება.

მოძრავი ჭერი, დაკარგული წერილი, ალქიმიკოსის ლაბორატორია – ეს იმ დაბრკოლებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მონაწილეებს თამაშში შეხვდებათ – მათ 14 აქტიური და 10 ინტელექტუალური დაბრკოლების დაძლევა მოუწევთ. მონაწილეები თამაშის მიმდინარეობისას მაგიურ ქვებს, არტეფაქტის ფრაგმენტებს და იუსტინიანეს მონეტებს მოაგროვებენ. გუნდებს სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად განსაზღვრული დრო ექნებათ.  

აღსანიშნავია, რომ დოქტორ ჯონსის ასისტენტების ამპლუაში თამაშში ინტეგრირებულნი არიან Coaching Up University-ის ბიზნეს ქოუჩები, რომლებიც გუნდებს თამაშის განმავლობაში დააკვირდებიან და შემდგომ შემაჯამებელ დე-ბრიფს ჩაუტარებენ. პრომო თამაშის ყოველ მონაწილეს საჩუქრად ხუთი ქოუჩ სესია გადაეცემა.

ტურნირში გამარჯვებული „პეტრას რჩეული“ გუნდი სახელობით ხეს დარგავს და კომპანიის სახელით სამუდამო კვალს დატოვებს არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცემა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი, დაიბრუნებს ტურნირში მონაწილეობის თანხას და გადავა შემდეგ ეტაპზე დახურულ რჩეულთა კლუბში. რჩეულთა კლუბში, გალა ვახშამზე, სამაგიდე თამაშის პრინციპით გამოვლინდება „წლის რჩეულთა რჩეული“, რომელსაც ოქროს ფარი გადაეცემა.

როგორც პროექტის ავტორმა, ინგა მალაყმაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, პეტრას ციხეზე უკვე ააშენეს, მოაწყვეს და მრავალგზის გატესტეს შეჯიბრისათვის საჭირო ყველა დეტალი, რათა პროექტში მონაწილე კომპანიებმა დაუვიწყარი გამოცდილება მიიღონ, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

პროექტის მთავარი პარტნიორია აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტო, მხარდამჭერები კი – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Coaching Up University, მარკეტინგული კომპანია „PixCell Studio” და პიარისა და მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანია „Fame Consulting“. თამაშის დროს „პეტრას ციხეზე“ ვიდეო-ფროდაქშენ ჯგუფიც იმუშავებს, რათა ის განუმეორებელი კადრები და ემოციები აღბეჭდოს, რასაც პროექტში ჩართული გუნდის წევრები მიიღებენ.