LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა კანდელაკისა და ნიკ უესტის სიყვარულის ამბავი – „ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა…“

817

ნიკოლოზ კანდელაკი და ნიკ უესტი მალე იქორწინებენ. ნიკუშამ ცნობილ ბასისტსა და მომღერალს ხელი მის ერთ-ერთ კონცერტზე სთხოვა და თანხმობაც მიიღო. ქართველმა „O.K.“-მ წყვილის ფოტოსესია გადაიღო და მათთან ინტერვიუც ჩაწერა.

კითხვაზე, როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა, ნიკი პასუხობს:

„პირველად ნიკოს საქართველოში შევხვდი, როცა კულისებში შემოვიდა ჩემ გასაცნობად. მეორე დღეს საქართველო დაგვათვალიერებინა, ქართული ფაფახიც მიყიდა, ხინკალიც გაგვასინჯა… ეს „მოგზაურობა“ ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მთელი ღამე ვსაუბრობდით სასტუმროს რესტორანში. მაგრამ რატომღაც ნიკუშას სახე არც კი დამიმახსოვრებია.

შემდეგი ჩემი ვიზიტისას ბათუმში შევხვდით ერთმანეთს და მახსოვს, მითხრა, რომ აუცილებლად მომიყვანდა ცოლად… მეორე დღეს, როცა მივფრინავდი, ნიკუშამ ჩემი ყურადღება მიიქცია და გადავყვიტე, რომ პაემანზე დავთანხმებოდი“.

როგორც ნიკუშა ამბობს ჟურნალთან საუბრისას: „ამ გოგომ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებთ ერთად, რაც სხვას სიგიჟე მოეჩვენებოდა. საერთოც ბევრი გვაქვს – ორივეს გვიყვარს სპორტი და ერთად ვვარჯიშობთ. მუსიკალური გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს და ხშირად დავდივართ სხვადასხვა კონცერტზე. ნიკიმ ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა“.

ნიკმ უესტმა აღნიშნა, რომ პირველად სიყვარულში ნიკუშას თავად გამოუტყდა, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მის ოჯახთან, ისევე, როგორც ნიკუშას მისი ოჯახის წევრებთან. ვრცელ ინტერვიუს წყვილთან, შეგახსენებთ, ქართული „O.K.“ აქვეყნებს. შეგახსენებთ, ნიკუშა კანდელაკი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის უფროსი ვაჟია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები