LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკ უესტისა და ნიკუშა კანდელაკის ქორწინება პოპულარული ტელევიზიის TLC-ს ყურადღების ცენტრში

kandelaki

პოპულარული ბასისტი და მომღერალი, ნიკ უესტი (NimWest), რომელიც კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა კანდელაკის შვილის, ნიკუშას საცოლე გახლავთ, ამერიკული გასართობი ტელეარხის, TLC -ს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ნიკი მონაწილეობს გადაცემაში „შეარჩიე კაბა“, სადაც 2019 წლის 11 მაისისთვის, ანუ ქორწილის დღისთვის შესაფერის საპატარძლო კაბას არჩევინებენ. გადაცემის ანონსი უკვე გავრცელდა და მან სხვადასხვა საიტის, მათ შორის „ბილბორდის“ ვებგვერდის ინტერესიც დაიმსახურა.

„ჩემი საქმროს სახელი ზუსტად ჩემნაირად ჟღერს, მასაც ნიკი ჰქვია. ის სხვადასხვა ცნობილი არტისტის ტურმენეჯერია. მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან შემიძლია, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ“, აღნიშნავს ანონსში ნიკ უესტი.

ერთ-ერთი საიტის სტატიის სათაური ასეთი გახლავთ; „პრინცის ბასისტი ნიკ უესტი მეისი გრეის ტურმენეჯერს მიჰყვება ცოლად“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, წყვილის ქორწილი 11 მაისს არის ჩანიშნული. რაც შეეხება საქმროს, ნიკოს,„ის დაიბადა მუსიკალურ ინდუსტრიაში, მისმა ოჯახმა შექმნა ცნობილი „ბლექ სი ჯაზფესტივალი“, რომელიც საქართველოში ტარდება. მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გეტყვით, რომ 2018 წელს ღონისძიებას სტუმრობდა „ლედ ზეპელინის“ ყოფილი ვოკალისტი, რობერტ პლანტი, რომელმაც ფესტივალი 90-წუთიანი პერფორმანსით გახსნა, მას შემდეგ სცენა დაიკავეს ერიკა ბადუმ და ვაიქლეფ ჟანმა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები