LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმი კალუმის მაგივრად, ჯაზ–ფესტივალზე ნიკ ვესტი წარდგება!..

208

22 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, მომღერალ ჯეიმი კალუმის ნაცვლად, კონცერტს ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი – ნიკ ვესტი გამართავს.

ჯაზის და პოპის ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი ჯეიმი კალუმი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. მომღერალი საქართველოს მოგვიანებით, 10 ნოემბერს, ამჯერად, თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე, მის ნაცვლად, მსმენელის წინაშე საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით არაორდინალური გარეგნობითა და საოცარი ექსპრესიით გამორჩეული ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ნიკ ვესტი წარდგება.
მას, ვინც ჯეიმი კალუმის კონცერტის ბილეთი უკვე შეიძინა, ორი გზიდან მისთვის სასურველის არჩევის შესაძლებლობა ეძლევა:

1. ჯეიმი კალუმის კონცერტზე დასასწრები ბილეთით მსმენელი შეძლებს ნიკ ვესტის კონცერტზე დასწრებას;

2. სურვილის შემთხვევაში, მსმენელს ბილეთის უკან დაბრუნების საშუალება აქვს – გადახდილი თანხა სრულად ანაზღაურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები