LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილი სამოთხეში ისვენებს – „ყველას ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ…“

261

ნინა წკრიალაშვილმა ისეთი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პირდაპირ დასვენების ასოციაციას აღგიძრავთ და შესანიშნავ ადგილასაა გადაღებული. როგორც თავად გვითხრა, ბოდრუმში, „კემპინსკის“ სასტუმროში დღეს ჩავიდა და პენსიონერულ დასვენებას გეგმავს.

13872743_1182984178390575_7504066062627968582_n ნინა:

ბოდრუმში დღეს ჩამოვედი და ისეთი მაგარია, მგონი, აქ დავრჩები (იცინის). მე და ჩემი ერთი მეგობარი ვართ. ყველას ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ, მაგრამ სინამდვილეში წლის განმავლობაში ისე ვიღლები, ყველაზე პენსიონერული დასვენება მიყვარს. მზე, ძილი და მასაჟი… შევარჩიე ისეთი სასტუმრო, სადაც ეს ყველაფერია, რომ სიმშვიდეში დავისვენო და ახალი სამუშაო წელი აქტიურად დავიწყო.

აქ არის სამოთხე, ყველანაირი კომფორტი, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა. ვაპირებ პასიურ დასვენებას, მზე და ძილი.

სასტუმროს და ადგილის არჩევისას ფასს ანიჭებ მნიშვნელობას?

ფასს როგორ არ ვანიჭებ. ეს ყველაფერი იაფი არ არის, მაგრამ ჩემი ენერგიის აღდგენაში არ მენანება ფულის გადახდა. კარგად თუ დაისვენებ, ახალი სეზონიც კარგი იქნება (იღიმის).

არ შეგეშინდა თურქეთში გამგზავრების?

თურქეთში გამგზავრების არ შემეშინდა. ვფიქრობ, რომ ადამიანს რაც გიწერია, არ აგცდება. შეიძლება, სახლიდან არ გამოხვიდე და სახლში დაგემართოს ცუდი რამ, ამიტომ დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. პარიზის ტერაქტის დროსაც პარიზში ვიყავი და არაფერი დამემართა. თურქეთი ისე მიყვარს, რომ აქ რაც უნდა მოხდეს, მაინც ვივლი, ძალიან ბევრ ქვეყანას მირჩევნია…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g