LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა

63

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილე გახდა, ლაშა თორდიას თქმით, ლომჯარიას ცოდნა, გამოცდილება და რეპუტაცია უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

”ჩემს პირველ მოადგილედ მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნინო ლომჯარია. საოგადოებისთვის ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ. ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ პროცესებში როგორიც არის საარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული და გამჭვირვალე გარემოს ფორმირება. მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში სახელმწიფო აუდიტის მიზნების და საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა პროფესიონალი კოლეგა. დიდი ხნის მანძილზე გვქონდა კონსულტაციები და მან მიიღო გადაწყვეტილება შეერთებოდა ჩვენს გუნდს”.

თავად ლომჯარიას თქმით კი აუდიტის სამსახური დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყება, რომელიც საკმაოდ წარმატებით ცდილობს დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები