LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძემ დაბადების დღე კონცერტით აღნიშნა

190

21 აგვისტოს, ნინო ქათამაძემ დაბადების დღე აღნიშნა. ბოლო წლებში მან ტრადიციად დაამკვიდრა, რომ თავის დაბადების დღეზე აუცილებლად კონცერტი უნდა გამართოს. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. მან თავისი თაყვანისმცემლები და მეგობრები ბათუმში, მშობლიურ ქალაქში შეკრიბა, სადაც კლუბში „სოჰო“ სადაბადებისდღეო წვეულება და კონცერტი მოაწყო.

სოციალურ ქსელში ნინოს საღამოდან უამრავი ლაივი ვიხილეთ. რასაკვირველია, კონცერტს ცნობილი სიმღერების გარეშე არ ჩაუვლია. მომღერალმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვაც მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები