LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძემ ფილარმონიაში ერთი კონცერტიც დაამატა

96

მომღერალი ნინო ქათამაძე სოლოკონცერტს ფილარმონიაში 10 მარტს მართავდა, თუმცა ბილეთებზე დიდი მოთხოვნის გამო, კიდევ ერთი დღე დაამატა და 11 მარტსაც გაიმართება იგივე ღონისძიება. ამის შესახებ თეონა ჯორბენაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს.

“ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ნინო ქათამაძემ, იმ ერთგული მსმენელისთვის, ვინც ვერ მოასწრო ბილეთების შეძენა, ერთი დღის კონცერტიც დაამატა.

მაშ ასე, 11 მარტს, შეხვედრის ადგილი და შემადგენლობა უცვლელია .

ბილეთები უკვე დაიდო, დროულად იზრუნეთ, თორემ მესამე დღე ნამდვილად ვეღარ დაემატება – www.tkt.ge.

Insight, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გიორგი ცაგარელი (ალტი), სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი (ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი) მუსიკალური ხელმძღვანელი: ნიკოლოზ რაჭველი.

კომპოზიციები ახალი ალბომიდან YELLOW.

საქველმოქმედო საღამო ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპა დონას“ მიეძღვნება.

გენერალური სპონსორი – “ვითიბი” ბანკი/ WORLD ELITE MASTERCARD – როდესაც გინდა მიიღო ცხოვრებისგან საუკეთესო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები