LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე: „ჟურნალისტებისთვის ამ ქვეყანაში მუშაობა ხდება უაღრესად საშიში!!!“

262

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ეხმაურება „კურიერის“ ჟურნალისტის ეკა გაგუასა და ოპერატორის, ლევან კალანდიას ცემის ფაქტს და აცხადებს, რომმ ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს ხელი არ უნდა დააფარონ.

გთავაზობთ მელაძის სტატუსს:

„ჟურნალისტებისთვის ამ ქვეყანაში მუშაობა ხდება უაღრესად საშიში!!!

10 დღის წინ კურიერის ჟურნალისტს Eka Gagua და ოპერატორს Gio Koxodze თავს დაესხა ჩხორუწყუს პოლიციის უფროსის ოჯახი და დააზიანეს კამერა, რეაგირება არავის მოუხდენია, ამიტომ დასდევდნენ დღეს Eka Gagua და Levan Kalandia-ს ქვებით. ხვალ სადარბაზოებთან დაგვხვდებით. გასაგებია, რომ არ მოგწონთ როდესაც ხალხის მოპარული ფულის ამბავს მედია იძიებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმები უნდა გაატაროთ და თავდამსხმელებს ხელი დააფაროთ.

თქვენი ტროლები, რომ სოციალურ ქსელში იგივეს აკეთებენ, ეგ უკვე ვიცით. სირცხვილია ფულს მმართველი პარტია ონლაინ ზონდერებში იხდიდეს, ონლაინ ზონდერების “ბოსი” ძალოვანი სამინისტროს მაღალჩინოსანი იყოს. მეორე “ბოსი” პარტიის პიარის მამა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები