LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილის „ჩიორა“ ახლებური ვერსიით (ვიდეო)

70

ნოდიკო ტატიშვილმა ალექსანდრე ბასიალას ცნობილ სიმღერას „ჩიორა“, ახალი სული შთაბერა. მომღერალმა სიმღერის რადიოპრემიერა ახლახან წარუდგინა „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ მსმენელებს, ტელეპრემიერა კი „პროფილის“ წინა სეზონის დახურვაზე შედგა.

სიმღერის ახალი ვერსიის ავტორი ცნობილი კომპოზიტორი, ზვიად ბოლქვაძეა. კომპოზიცია „ბრავოში“ ჩაწერეს.

https://www.youtube.com/watch?v=3iaNqphesCk

ნოდიკო ტატიშვილი:

მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და მინდა, ბევრი ლამაზი სიმღერა მოვიძიო, რომელსაც მსმენელს შევთავაზებ. ამ სიმღერას დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან რამდენიმე ათეული წელია, ჩვენს ქვეყანაში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. მე გავაკეთე „ჩიორას“ ახალი ვერსია, რომლის ავტორიც ზვიად ბოლქვაძეა. თავად სიმღერის ავტორი ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ალექსანდრე ბასილაიაა, ტექსტის – მორის ფოცხიშვილი. მინდოდა, ჩემებური ვერსია გამეკეთებინა. მინდა, მადლობა ვუთხრა ზვიად ბოლქვაძეს არაჩვეულებრივი და გემოვნებიანი ვერსიისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები