LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოზაძე: ისეთი შეთითხნილი კუდები მოება საქმეს, რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მაშინ, როცა დამჭრეს

95

ისეთი აურზაური მოჰყვა ამ საქმეს და ისეთი შეთითხნილი კუდები მოება, რომ ახლა გაცილებით უფრო მიჭირს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს, – ამის შესახებ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტმა, ირაკლი ნოზაძემ მისი დაჭრის კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“მე არავის არც შეცოდებას და მსგავს რაღაცებს არ ვცდილობ. კაცი ვარ და შეიძლება დღეს ჯანმრთელი და საღსალამათი იყო, მაგრამ ხვალ ისეთი რაღაც მოგიხდეს, რომ აღარ იყო ჯანმრთელი. არც ისე ვარ განწყობილი, რომ მთელი სიმკაცრით, სამაგალითოდ დაისაჯოს ის, ასე არ არის, რა სისულელეა. ყველაზე რთულად გადასატანი ჩემთვის იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ გაცილებით რთულად გადასატანი არის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. ისეთი აურზაური მოჰყვა და ისეთი შეთხზული და შეთითხნილი კუდები მოება ამ საქმეს, რომ გაცილებით უფრო მიჭირს დღეს, ვიდრე მიჭირდა მაშინ, როცა დამჭრეს“, – განაცხადა ნოზაძემ.

ნოზაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანხა, რომლის გამოც ის დაჭრეს, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენას უკავშირდებოდა.

“იყო ჩემს ბავშვობაში მომენტები, როცა მქონდა შეხება არალეგალურ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან, მაგრამ ეს არ ყოფილა ზღვარს გადასული, არაფერი მსგავსი. ეს იყო ბავშვობის თავში ავარდნის წლები, რომელიც ძალიან მალე დასრულდა, თან შედეგიანად. მას შემდეგ მე არაფერი საერთო მქონია ამასთან და არც ვაპირებ რაიმე საერთო მქონდეს. პირიქით, მეც და ჩემი ჯგუფიც მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. პირადად ჩემი განწყობა არის, რომ გამსაღებლები მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. ძალიან გთხოვთ ყველას, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გავავრცელებთ, რადგან ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანს ნაჩუქარი სიცოცხლე მოუსპო“, – განაცხადა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს.  ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები